თბილისში ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეები დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებს ჯილდოები და სიგელები დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გადასცეს.

„ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი, თბილისის მერიის დაფინანსებით და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით უკვე მესამედ ტარდება და მიზნად არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობას ისახავს. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი, ლოტბარი დავით ცინცაძე და ანსამბლ ,,საგალობელის“ ხელმძღვანელი, ლოტბარი მაია მიქაბერიძე არიან.

როგორც ღონისძიებაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, თბილისი არის მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ფოლკლორული ანსამბლები კვლავ მონაწილეობენ.

კახა ლაბუჩიძის თქმით, წელს მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია, ხოლო ორი წლის მანძილზე ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა მუსიკოს- შემსრულებელმა მიიღო.

ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის ცხრა ფოლკლორული ანსამბლი, მათ შორის აზერბაიჯანული და სომხური ანსამბლები დააჯილდოვეს.

ფესტივალის მონაწილეების წლევანდელ დაჯილდოებას, რომელსაც ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილი უძღვებოდა, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრეა ბასილაია, საკრებულოს, მერიის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ელჩები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის