მამუკა მდინარაძე - ახლა სტარტს ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას აღებინებენ, მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების” კლიპში მიიღეს მონაწილეობა - სადაც უნდათ, იქ მიიღებენ მონაწილეობას და არავის კითხავენ

ახლა სტარტს ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას აღებინებენ. აქაც მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების” კლიპში მიიღეს მონაწილეობა - სადაც უნდათ, იქ მიიღებენ მონაწილეობას და არავის კითხავენ , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა, რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის პარტიის საარჩევნო კლიპში მონაწილეობას.

მისი თქმით, უნდა დამთავრდეს ქვეყანაში "გოიმების მიერ ტრენდის შექმნის ილუზიები და ფაშისტური ბულინგის კამპანიები!".

"ჯენზი" თაობის წარმომადგენლის, ნაცებისგან ბავშვობაწართმეული თედო ბიტბუნოვის ბულინგის მცდელობის შემდეგ, ახლა სტარტს ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას აღებინებენ. აქაც მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების” კლიპში მიიღეს მონაწილეობა.

სადაც უნდათ, იქ მიიღებენ მონაწილეობას და არავის კითხავენ. ამავე დროს, კიდევ მრავალჯერ ასახელებენ თავის სამშობლოს და კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მათი გმირული თავდადებით და ბრძოლის ჟინით!

მართლა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში გოიმების მიერ ტრენდის შექმნის ილუზიები და ფაშისტური ბულინგის კამპანიები! ჩვენი გასაკეთებელია, ქართველ ხალხთან ერთად!

ისე რა გადამწარდნენ… ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს", - წერს მდინარაძე "ფეისბუქზე".

"ქართულმა ოცნებამ" საარჩენო კლიპი წარადგინა, კლიპში მონაწილეობენ საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებიც - ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება