მედია - სამხრეთ კორეა უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას განიხილავს

სამხრეთ კორეა უკრაინაში სამხედრო და დაზვერვის ოფიცრების გაგზავნას განიხილავს იმ ფონზე, როცა ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მხარდასაჭერად ჯარები გაგზავნა, - ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეული მედია დაზვერვის სამსახურის ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა და სამხედროები „განიხილავენ გეგმას, გაგზავნონ შესაბამისი რაოდენობის პერსონალი, მათ შორის დაზვერვის ოფიცრები (სპეციალიზებული ჩრდილოეთ კორეაზე) და მტრის ტაქტიკის ექსპერტები“ უკრაინაში.

აღნიშნულმა პერსონალმა უკრაინაში დაკითხვები უნდა ჩაატაროს, ან უზრუნველყოს მთარგმნელობითი მომსახურება, თუ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს უკრაინული ძალები დაატყვევებენ. ისინი ასევე მიაწვდიან კიევს ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ტაქტიკის, დოქტრინისა და ოპერაციების შესახებ.

მოგვიანებით, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ღია დამოკიდებულებით“ განიხილავს ზომებს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის შესაძლო მიწოდებისთვის.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ პარასკევს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, რუსეთის მხარდასაჭერად, 12 000 სპეცრაზმელის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო და რომ მათგან 1 500 უკვე რუსეთის შორეულ აღმოსავლეთშია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება