ისრაელი აცხადებს, რომ ბეირუთის საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ბუნკერში „ჰეზბოლა“ მილიონობით დოლარს ინახავს

ისრაელის მტკიცებით, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, საჰელის საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ბუნკერში „ჰეზბოლა“ ასობით მილიონ დოლარს და ოქროს ინახავს, თუმცა განაცხადა, რომ ის კომპლექსს არ დაარტყამდა.

დაჰიეში მდებარე საავადმყოფოს ევაკუაცია მალევე განხორციელდა და მისმა დირექტორმა, ფადი ალამემ Reuters-ს განუცხადა, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ისრაელმა ლიბანის მთავრობას თანხის კონფისკაციასთან დაკავშირებით მიმართა და განაცხადა, რომ ის „ჰეზბოლამ“ ლიბანელ ხალხს მოიპარა.

ცოტა ხნის შემდეგ ისრაელმა დაჰიეს მაცხოვრებლები გააფრთხილა, რომ ამ მხარეში შენობებზე დარტყმას დაიწყებდა და რომ ისინი მინიმუმ 500 მეტრით უნდა გადაადგილებულიყვნენ.

საჰაერო თავდასხმები დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაიწყო, ბეირუთის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ერთ-ერთი დარტყმა ლიბანის ყველაზე დიდი საავადმყოფოს, რაფიკ ჰარირის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს შესასვლელთან განხორციელდა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა და 24 დაშავდა და საავადმყოფო დაზიანდა. ამასთან, მედიის ინფორმაციით, დარტყმის მიუხედავად, საავადმყოფომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება