რუსეთის ორ ოლქზე დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია

რუსეთის ტულასა და ბრიანსკის ოლქებში, დრონებით თავდასხმის გამო, აფეთქებები მოხდა, - ინფორმაციას რუსული მედია სოციალურ ქსელებში, ასევე ტულას ოლქის გუბერნატორი, დიმიტრი მილაევი ავრცელებს.

აფეთქებები მოხდა რუსეთის ტულას ოლქში, ეფრემოვში, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ თბოელექტროცენტრალის მიდამოში, ეფრემოვის სინთეზური კაუჩუკის ქარხანასთან ხანძარი გაჩნდა.

დრონით თავდასხმა ასევე დაფიქსირდა ბრიანსკის ოლქის სუზემსკის რაიონში მდებარე თბოელექტროცენტრალზე, რის შედეგადაც სპირტის ორი ქარხანა დაზიანდა.

„წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა დიმიტრი მილაევმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება