ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე „Theoule Arts and Vin“ იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქ ტოულ სურ მერში (Théoule-sur-mer) გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Theoule Arts and Vin” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, 12 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის 15 სახეობის ღვინოს გასცნობოდნენ.

„რიგით მე-16 ფესტივალი „Theoule, Arts and Vin“, რომელიც ტოულ სურ მერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 2008 წლიდან იმართება, აერთიანებს ღვინისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს, ღვინის მომხმარებლებს, იმპორტიორებსა და გასტრონომებს.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთშია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მზარდია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს