გაერთიანებული სამეფო უკრაინას საჭირო იარაღის შესაძენად 2,26 მილიარდს გამოუყოფს

გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის სესხის სახით 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (2,94 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით დაიფარება.

ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

მათი განმარტებით, ეს თანხა არის ბრიტანეთის წილი უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტიდან, რომელზედაც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ. უკრაინას ექნება შესაძლებლობა, აღნიშნული 2,26 მილიარდი საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიისა და სხვა იარაღის შესყიდვის დასაფინანსებლად გამოიყენოს.

„ამ სანქცირებული რუსული აქტივებიდან მიღებული ფულის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ პუტინის ომის მანქანის შებრუნებას. გაერთიანებული სამეფო აძლიერებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, აჩქარებს სასიცოცხლო მნიშვნელობის აღჭურვილობის მიწოდებას და აძლიერებს საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიას. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს