„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია შპს „ალმას“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია შპს „ალმას“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ პარტია საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას შეზღუდვის გამო ვერ ახორციელებს.

ნიკა ქაშიბაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ფაქტის შეფასებას სთხოვს.

„ჩვენ ბათუმში ვხედავთ ყველა კუთხეში „ქართული ოცნების“ ბილბორდებს, დაამახინჯეს ქუჩები, კერძოდ ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და სხვა ქუჩებზე დაამონტაჟეს ახალი უსახური ბილბორდები, რომ „ქართული ოცნების“ ტყუილებითა, რუსული მეთოდებით ომის პროპაგანდით გადაეჭრელებინათ ქალაქი.

ჩვენ მივმართეთ შპს ,,ალმას”, ბილბორდების გამოყოფის მიზნით, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია, არაერთხელ დავეკონტაქტეთ ტელეფონით, თუმცა პასუხი არ აქვთ.

​ეს არის კანონის უხეში დარღვევა და შეზღუდვა პარტიამ განახორციელოს საკუთარი პროგრამის პრეზენტაცია.

​ხელისუფლების და როგორც ჩანს, „ალმას“ ამოცანა პროდასავლური გზავნილების შეზღუდვაა და პრორუსული პროპაგანდის გავრცელებაა.

​მოვითხოვთ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოახდინოს სათანადო რეაგირება.

​ასევე ვთხოვთ, სადამკვირვებლო მისიებს შეაფასონ მომხდარი ფაქტი”,- აღნიშნა ქაშიბაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება