დავით გაბაიძემ ადნან ალთაი ალთინორს უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში - ადნან ალთაი ალთინორს უმასპინძლა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„დავით გაბაიძემ ადნან ალთაი ალთინორს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

თურქმა დიპლომატმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და გამოთქვა მზაობა, თავისი წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში.

ადნან ალთაი ალთინორმა, აღნიშნულ პოზიციაზე, რიზა ქაღან ილმაზი შეცვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება