რატი იონათამიშვილი - აგენტურას - ოთხ პარტიას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს, სასამართლოს წინაშე დადგომა და გასამართლება მოუწევს

დღეს საქართველოს ოპოზიცია არა ჰყავს - ჰყავს აგენტურა, რომელიც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებად არის რეგისტრირებული! აგენტურის ადგილია არა პოლიტიკაში, არამედ სასამართლოს სამსჯავროზე! - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც მან ოპოზიციის გასამართლებაზე ისაუბრა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, „რადიკალური ოპოზიცია იცავს არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ დავალების მიმცემთა - უცხო ძალების ინტერესებს“.

იონათამიშვილმა განაცხადა ისიც, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გარედან მიღებული დავალების გამო გადადგა.

„დარწმუნებული ვარ, აგენტურას - ამ ოთხ პარტიას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს, სასამართლოს წინაშე დადგომა და გასამართლება მოუწევს.

გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გარედან მიღებული ბრძანების გამო გადადგა - მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვასა და გახარიას გადადგომას ერთი ბრძანების მიმცემი ჰყავდა და ერთი მიზანი გააჩნდა - ეს იყო შემზადება არეულობისათვის მანამ, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, რათა ჩვენი ქვეყანა მეორე ფრონტისთვის გაემზადებინათ. საქართველო პოლიგონი უნდა გამხდარიყო!“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა.

ბიძინა ივანიშვილი არის საზოგადო მოღვაწე, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი და ასევე მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გარანტი. ვინც ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ ნახა, ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა.

ჩვენი ქვეყნისთვის უკვე ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს, რაც კეთილდღეობას, პროგრესსა და მშვიდობას შეუქცევადს გახდის.

ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ იყო ზეწოლა საქართველოზე, რათა მეორე ფრონტი გახსნილიყო. ეს რისკები საბოლოოდ გამქრალი არ არის. "ქართულმა ოცნებამ" შეძლო და ქვეყანაში მშვიდობა დაიცვა - ყველას ჩაუშალა ის მავნებლური გეგმა, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს განადგურების პირას მიიყვანდა. ამიტომ "ქართული ოცნება" ყოველთვის მშვიდობისა და განვითარების მხარეს იდგება. არავის მივცემთ უფლებას, რომ აქ რაღაცების იმისთვის არიოს, რომ საქართველო მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა იყოს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია