„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს  აგრძელებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, ნუცუბიძის lll და IV პლატოს მოსახლეობასთან, ვაკის მაჟორიტარ -ნოდარ ტურძელაძესთან და ვაკის გამგებელ - დავით კვინიკაძესთან ერთად, შეხვედრა გამართა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

„ერთობლივი დისკუსიები გვეხმარება კარგად გავიგოთ მოსახლეობის მოთხოვნები და მოლოდინები, რომელიც უნდა გავამართლოთ. შეგახსენებთ, რომ ხუთ დღეში არჩევნებია და არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დაუშვებელია პასიურობა. ჩვენი თითოეული ხმა გადამწყვეტია ამ ბრძოლაში ღირსეული გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ზუკა რურუამ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს