სავაჭრო პალატის წარმომადგენელი - ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი უვიზო ტურისტული მიმოსვლა იძლევა იმის პერსპექტივას, რომ ჩინეთისთვის საქართველო უამრავი სხვადასხვა პროდუქციის წარმოების ჰაბად იქცეს

საქართველოს სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში, ბიზნეს სახლის დამფუძნებელი, ბექა მიქაბერიძე, შემოდგომის ფაზის რიგით 136-ე კანტონის გამოფენის ფარგლებში, ჩინეთის ვაჭრობის ვიცე-მინისტრს, ვანგ შოუვენს შეხვდა.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, მან ჩინეთის ვაჭრობის ვიცე-მინისტრს გააცნო საქართველო, როგორც მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა და აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი უვიზო ტურისტული მიმოსვლა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ცალსახად იძლევა იმის პერსპექტივას, რომ ჩინეთისთვის საქართველო განიხილებოდეს უამრავი სხვადასხვა პროდუქციის წარმოების ჰაბად.

„სამომავლოდ კარგი იქნება, თუკი მოხდება კანტონის გამოფენის მეტად ინტერნაციონალიზაცია და მისი მცირე ფორმატით წარმოდგენა ქართულ და ამიერკავკასიის ქვეყნების ბაზრებზე“, - აღნიშნა ბექა მიქაბერიძემ.

მათივე ცნობით, კანტონის გამოფენის ფარგლებში, ჩინეთის ვაჭრობის ვიცე-მინისტრი, ასევე შეხვდა სტრატეგიული ქვეყნების სავაჭრო პალატების წარმომადგენლებს, ქალაქ გუანჯოუში მოღვაწე წარმატებული უცხოური კომპანიების ხელმძღვანელებსა და ბიზნეს სექტორს.

ცნობისთვის, კანტონის გამოფენა, როგორც ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის გამოფენა, მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული სავაჭრო გამოფენა. იგი წელიწადში ორჯერ ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში იმართება და მისი დაარსების დღიდან, 1957 წლიდან, წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის, თანამშრომლობისა და მსოფლიო გაერთიანების მთავარ მოვლენას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს