„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი სანზონის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრები სანზონის დასახლებაში გამართა. დელეგატი N8, 9, 19, 20, 21 და N25 კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივებს გუნდის სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ასევე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაში გადადის. მოქალაქეებთან ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ. ძირითადი სასაუბრო თემა ის გამოწვევები და საფრთხეებია, რაც ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ასევე, ვსაუბრობთ იმ პრობლემების მოგვარების გზებზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი თენგიზ შარმანაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს