სალომე ზურაბიშვილმა აუდიენცია მამუკა ხაზარაძესა და თინა ბოკუჩავასთანაც გამართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასაც შეხვდა.

პრეზიდენტმა კოალიციების ლიდერები ცალ-ცალკე მიიღო. მათ მედიასთან შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ხაზარაძემ და ბოკუჩავამ ორბელიანების სასახლე უკვე დატოვეს.

მანამდე, პრეზიდენტთან შესახვედრად ორბელიანების სასახლეში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიაც იმყოფებოდა.

როგორც გვარამიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი კოალიცია „ქართული ქარტიის“ ერთგული რჩება და ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და „ის ხალხი, ვინც ამაში ხელს გვიშლის, უნდა გავწიოთ“.

„ნებისმიერ ვითარებაში როგორც ქარტიის ხელმომწერები ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, გულწრფელად გეუბნებით. ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული.

პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. მისი გამოსვლები იმდენად პოლიტიკური არ არის, რამდენადაც ემოციური და ისტორიული. რაღაცნაირად, დროთა კავშირს კრავს სალომე ზურაბიშვილი პირველი რესპუბლიკის და დამოუკიდებელი საქართველოსი. მას ამის უფლება აქვს, მეტიც, მგონია, რომ მოვალეობაც.

სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ქარტიაზე, პირველ რიგში, კი ქარტია არის მთავარი ხერხემალი ამ გადაწყვეტილების, იმიტომ, რომ იქ ასახულია ქართული საზოგადოების მთავარი სურვილის, ევროინტეგრაციის მისაღწევი ყველაზე მნიშვნელოვანი გზები. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ქართული საზოგადოების სურვილი, არც მხოლოდ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციით გამოხატული და მაშინდელი საზოგადოების, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ეს არის ასევე ჩვენი მომავალი თაობის არჩევანი. როცა ჩვენ შეგვიძლია, წარსული და მომავალი შევკრათ აწმყოში, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. თუ ხელს გვიშლიდნენ და გვიშლიან ამაში ზოგიერთები, ისინი უნდა გავწიოთ, არჩევანი კი არ უნდა შევცვალოთ ისტორიული, ის ხალხი უნდა გავწიოთ, ვინც ამაში ხელს გვიშლის, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი აღნიშნული ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, დღეს კონსულტაციებს სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთანაც გამართავს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია