ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მილიარდ ევრომდე სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით დაიფარება

ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 35 მილიარდ ევრომდე სესხის გამოყოფას, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით უნდა დაიფაროს.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებას მხარი 518 პარლამენტარმა დაუჭირა, 56 წინააღმდეგი წავიდა, 61-მა კი თავი შეიკავა.

„პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ მაკროფინანსურ დახმარებას რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის მიზნით. ეს სესხი არის ევროკავშირის წილი „დიდი შვიდეულის“ პაკეტში, რომელზედაც შეთანხმება ივნისში მოხდა და რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდ აშშ დოლარამდე ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ევროპარლამენტი განმარტავს, რომ საბოლოო თანხის რაოდენობა, რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს, შეიძლება იყოს უფრო ნაკლები და ეს დამოკიდებულია „დიდი შვიდეულიდან“ სხვა პარტნიორების მიერ გაცემული სესხების მოცულობაზე.

სესხით გათვალისწინებული თანხები 2025 წლის ბოლომდე უნდა გაიცეს.

ევროკავშირის მთავრობებმა აღნიშნულ შეთავაზებას მხარი უკვე დაუჭირეს და ევროპული საბჭო წერილობითი პროცედურით რეგულაციის მიღებას ევროპარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ გეგმავს. რეგულაცია ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება