ირაკლი კობახიძე - უპრეცედენტო საარჩევნო გარემო გვაქვს, როგორიც წინა წლების განმავლობაში არ გვქონია - თითიდან გამოწოვაც კი უჭირთ იმ პრობლემების, რომლებზეც ხანდახან ოპოზიცია თუ ცალკეული „ენჯეოები“ საუბრობენ

ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო - ასეთი მშვიდი გარემო წინა წლების განმავლობაში ჩვენ არ გვქონია - თითიდან გამოწოვაც კი უჭირთ იმ პრობლემების, რომლებზეც ხანდახან ოპოზიცია თუ ცალკეული „ენჯეოები“ საუბრობენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აბსოლუტურად სამართლიანი და კონკურენტული იქნება.

„სინამდვილეში არიან ორგანიზაციები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას მიეკუთვნებიან. ისინი რეგისტრირდებიან, როგორც ე.წ დამკვირვებელი ორგანიზაციები. თუმცა, იმ ორგანიზაციების მიღმა, რომლებზეც საუბარი იყო და რომლებიც უკვე პარტიულად არიან დაკავშირებული პოლიტიკურ გაერთიანებებთან, ასევე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები ეწოდება, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ISFED - ს და ა.შ. მათაც გამოხატული აქვთ საკუთარი საარჩევნო მიზანი. ეს საარჩევნო მიზანი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შემთხვევაში მათ შორის, ანტიკორუფციულმა სამსახურმა და სასამართლომ დაადასტურა. აქედან გამომდინარე, ისინი მიუკერძოებელი დამკვირვებელი ვერ იქნებიან თუმცა ამ ყველაფერს რაიმე არსებითი გავლენის მოხდება საარჩევნო პროცესებზე არ შეეძლება. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო - ასეთი მშვიდი გარემო წინა წლების განმავლობაში არ გვქონია. არის აბსოლუტურად სამართლიანი და კონკურენტული ეს არჩევნები. თითიდან გამოწოვაც კი უჭირთ იმ პრობლემების, რომლებზეც ხანდახან ოპოზიცია თუ ცალკეული ენჯეოები საუბრობენ. შესაბამისად, ასეთ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანოებს არ შეუძლიათ, ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს