პრემიერ-მინისტრი პაველ ჰერჩინსკიზე - როცა უცხოელი დიპლომატი არჩევნებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მოწოდებას აკეთებს, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა - ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

როდესაც უცხოელი დიპლომატი არჩევნებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მოწოდებას აკეთებს, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა - ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის განცხადებას.

კობახიძის თქმით, ელჩის შეფასება არაობიექტურია.

„ეს შეფასება არ არის ობიექტური და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. როდესაც ასეთი არაობიექტური განცხადება არჩევნებს უკავშირდება, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ერთგვარად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. როდესაც უცხოელი დიპლომატი არჩევნებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მოწოდებას აკეთებს, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს ჟურნალისტებთან არჩევნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.

„არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება