„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილში კრივის დარბაზის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა ვარკეთილში კრივის დარბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრივის კლუბის „მგლები“ დარბაზი საქართველოს კრივის ფედერაციისა და სამგორის რაიონის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შეიქმნა და 200-ზე მეტ მოზარდზეა გათვლილი.

„დარბაზის გახსნაში ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო კრივში მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა, რომელიც კლუბის მხარდამჭერია. ინფორმაციისთვის, კლუბი „მგლები“ 16 წელია არსებობს და არაერთი წარმატებული სპორტსმენი, მათ შორის ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ჰყავს გაზრდილი.

ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე და გამგებლის მოადგილე, იოსებ ბურდულაძე ესწრებოდნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!