ინდოეთის პრემიერ-მინისტრი - რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში ჩვენ მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფად აღდგენას სრულად მხარს ვუჭერთ

რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტს, ჩვენ მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფად აღდგენას სრულად მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს BRICS-ის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

„რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტს: ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გვჯერა, რომ პრობლემები მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს და ჩვენ მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფად აღდგენას სრულად მხარს ვუჭერთ. ყველა ჩვენს მცდელობაში პრიორიტეტს ჰუმანურობას ვანიჭებთ და მზად ვართ, ნებისმიერი სახის შესაძლო დახმარება მომავალშიც გაგიწიოთ“, - განაცხადა ნარენდრა მოდიმ.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინს მეგობრობისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, BRICS-ის სამიტი ყაზანში დღეს დაიწყო და იგი 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამიტზე დასწრებას და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეშიც გეგმავს, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მისი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა გაერო-ს სპიკერის მოადგილემ, ფარჰან ჰაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუტერეშის „მომავალი ვიზიტების შესახებ განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება“. სამიტის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინი პრესკონფერენციას გამართავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს