გაერო-ს წარმომადგენელი - ღაზაში ყველგან სიკვდილის სუნია, ცხედრები ნანგრევების ქვეშ რჩებიან ან გზებზე ასვენია

გაერო-ს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს გენერალური კომისრის, ფილიპ ლაზარინის განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის სამი კვირის განმავლობაში უწყვეტი დაბომბვის შედეგად ყველგან სიკვდილის სუნია.

ლაზარინის ინფორმაციით, მისი თანამშრომლები იუწყებიან ღაზაში წყლის, საკვების და სამედიცინო დახმარების დეფიციტის შესახებ.

„ყველგან სიკვდილის სუნია, რადგან ცხედრები ნანგრევების ქვეშ რჩებიან ან გზებზე ასვენია. ჩრდილოეთ ღაზაში ხალხი მხოლოდ სიკვდილს ელოდება. ისინი თავს მიტოვებულად, უიმედოდ გრძნობენ. ცხოვრობენ ერთი საათიდან მეორემდე, ყოველ წამს სიკვდილის ეშინიათ“, - აღნიშნა გაერო-ს ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, საჭიროა ცეცხლის რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტა.

„ჩრდილოეთ ღაზაში მყოფი ჩვენი პერსონალის სახელით, ზავის დაუყოვნებლივ, თუნდაც რამდენიმე საათით, დამყარებას ვითხოვ, რათა უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო ჰუმანიტარული გასასვლელი ოჯახებისთვის, რომლებსაც სურთ ტერიტორია დატოვონ და უსაფრთხო ადგილებს მიაღწიონ“, - განაცხადა ფილიპ ლაზარინმა.

მისი თქმით, ეს არის მინიმუმი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო კონფლიქტთან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება