დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა აღნიშნა, ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემები, განათების ქსელი.

„დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე დაბაში ჩამოსული ტურისტებისთვის. აქაურობა ცუდ მდგომარეობაში იყო, ახლო მომავალში კი, ლამაზი რეკრეაციული სივრცე გვექნება. ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემები, განათების ქსელი. ყველა თაობის ადამიანისთვის შეიქმნება შესაბამისი სივრცე და ყველას შეეძლება მივიდეს, დაისვენოს, გაერთოს. მოეწყობა საბავშვო ზონებიც. მიხარია, რომ დაბაში ასეთი მნიშვნელოვანი პარკის პროექტი მოწყობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ოთარ არბოლიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარკის მოწყობის სამუშაოები 10 500 კვ.მ. ფართობზე მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში, ეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე პარკის ტერიტორიაზე განთავსდება კაფე და სხვა კომერციული ობიექტები. მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი. დამონტაჟდება ე.წ „მჟავე წყლის“ ბიუვეტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს