თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია

თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და საქართველოს მასშტაბით არაერთი შეჯიბრის მონაწილეები, მათ შორის ურეკის საერთაშორისო ტურნირის, გორის საერთაშორისო ტურნირის, იმერეთის ჩემპიონატისა და სხვების.

თორელების ახალი თაობა, ბორჯომის საფეხბურთო ისტორიას აგრძელებენ. განახლებული ფორმებით, აღჭურვილობითა და სავარჯიშო ინვენტარით მათ მეტი განვითარების საშუალება მიეცემათ რათა გააგრძელონ შრომა თავიანთი მიზნების მისაღწევად.

„გუნდისთვის თიბისის სპონსორობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება გუნდის განვითარებაში და ახალი წარმატებების მიღწევაში“ - სერგი კობესაშვილი სასპორტო სკოლა თორის გუნდის მთავარი მწვრთნელი.

თიბისისთვის პრიორიტეტულია ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი შთაგონება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. მსგავსი ინიციატივების განხორციელებას თიბისი მომავალშიც გეგმავს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება