„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი - დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, ანაკლიის პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე წარმატებით შესრულდება

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება - მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მისი თქმით, ბელგიურმა კომპანიამ „იან დე ნული“, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება - მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ანაკლიაში მუშაობა 16 სექტემბრიდან დაიწყო.

ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, უკვე გაწეულმა ინტენსიურმა სამუშაოებმა მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიღო, მათ შორის, განხორციელდა ზღვის ფსკერის ბათიმეტრია და მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება ქვეკონტრაქტორთან, საერთაშორისო ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV – სთან ერთად, რომელიც პასუხისმგებელია დაღრმავების და ტალღმტეხელის მოწყობის სამუშაოებსა და პროექტირებაზე.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის თანახმად, სამშენებლო მოედანზე დაახლოებით, 1კმ სიგრძის მქონე ტალღმტეხელის მოწყობისთვის საჭირო ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების შემოტანა დაიწყება და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.

ზურაბ სიჭინავას განცხადებით, საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში განსახორციელებელი სპეციფიკური და რთული საინჟინრო სამუშაოების ზედამხედველობის მიზნით, დაქირავებულია საერთაშორისო გამოცდილების მქონე ევროპელი დამოუკიდებელ ინჟინერთა გუნდი.

„დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე წარმატებით შესრულდება“, - აღნიშნა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს