ემანუელ მაკრონი ვიქტორ ორბანს შეხვდება

ემანუელ მაკრონი ვიქტორ ორბანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ელისეის სასახლეში დღეს საღამოს უმასპინძლებს.

შეხვედრაზე მხარეები ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტისა და ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შესახებ ისაუბრებენ, რომელიც 7-8 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართება.

„ეს ვიზიტი, რომელიც ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარეობის ფარგლებში იმართება, რომელსაც ამჟამად უნგრეთი ხელმძღვანელობს, სამიტებისთვის მომზადების შესაძლებლობა იქნება. ასევე, ლიდერები ორმხრივი ურთიერთობის, განსაკუთრებით ენერგეტიკის, თავდაცვისა და ტრანსპორტის სფეროებში, სხვადასხვა ასპექტებს განიხილავენ“, - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება