დივერსიების მცდელობების საპასუხოდ პოლონეთი პოზნანში რუსეთის საკონსულოს ხურავს

პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიების მცდელობების საპასუხოდ, პოლონეთი ქალაქ პოზნანში რუსეთის საკონსულოს ხურავს.

ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ის პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიების განხორციელებას ცდილობს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩემი ვალდებულებაა მტკიცება რეაგირება მოვახდინო. პირველი ნაბიჯია პოზნანში რუსეთის საკონსულოს დახურვა.

ერთი ნაბიჯითაც კი უკან არ დავიხევთ. ვიცავთ რესპუბლიკას, ვიცავთ პოლონელებს”, - წერს სიკორსკი.

პოლონელი მინისტრი ასევე აღნიშნვს, რუსეთის მსგავსი ქმედებების გამეორების შესაძლებლობასაც.

“რუსეთის ფედერაცია პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დივერსიის განხორციელებას ცდილობდა. პროკურორის ოფისის თანახმად, ის რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მიერაა შთაგონებული და მათ მიერ იმართებოდა. როგორც მინისტრს, ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ქმედებები ერთადერთი არ იყო და შესაძლოა გამეორდეს”, - წერს სიკორსკი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება