ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მაგისტრალური გზის უპრეცედენტო პროექტში, სხვადასხვა დარგის, 400-მდე სპეციალისტი იყო ჩართული

კვლევების შესაბამისად, რიკოთის მონაკვეთი აღიარებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, იგივე შუა დერეფნის, ყველაზე გამომწვევ მონაკვეთად და მხოლოდ ახალი, თანამედროვე სტანდარტის მაგისტრალური გზის მშენებლობა შეძლებდა აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ყველა გამოწვევის გადაჭრას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, რომ საინჟინრო-გეოლოგიური და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, პროექტი უპრეცედენტოა საქართველოს საგზაო მშენებლობის ისტორიაში და ამ ფაქტს ციფრები კიდევ უფრო ამყარებს - ჯამურად, რიკოთზე ორივე მიმართულებით აშენებული გვირაბების სიგრძე - 36 კმ, ხოლო ხიდების სიგრძე - 21.4 კმ. იქნება.

ქარსელაძემ აღნიშნა, რომ მშენებლობაში დაგეგმვის ეტაპიდან დაწყებული, პროექტირების, მშენებლობისა და ზედამხედველობის ეტაპზე 400-მდე ქართველი და არაერთი სხვა საერთაშორისო სპეციალისტი იყო ჩართული. პროექტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები - ინჟინერები, გეოლოგები, გეოტექნიკოსები, გარემოს დაცვის, ხარისხის, საგზაო და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები.

მან, ასევე, გამოყო საქართველოს მოქალაქეების წვლილი პროექტის განხორციელებაში, როგორც კომპანიების, ისე ფიზიკურად დასაქმებულების სახით და განაცხადა, რომ რიკოთის მშენებლობისას მათ მიერ მიღებული გამოცდილება გახდება სხვა მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებში მათი კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის საფუძველი.

,,რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაში, დაგეგმვის ეტაპიდან ჩართული არიან ჩვენი ერთგული განვითარების პარტნიორები - ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. მხოლოდ ასეთი მაღალი ჩართულობით იყო შესაძლებელი ამ მასშტაბის პროექტის და გამოწვევის დაძლევა და ამდენი ადამიანის შრომის შედეგია ის, რომ საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტი უკვე ისარგებლებს რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით, რაც შეეხება სამუშაოებს, მათი პროგრესი 98%-ია“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია