ხათუნა სამნიძე - ივანიშვილი არ არის გამარჯვებაში დარწმუნებული, იცის, რომ ხმებს კარგავს - საზოგადოებას ეხვეწებოდა, რაც არ უნდა მოგბეზრდეთ ჩემი სახელი და გვარი, ხმა მომეცითო

ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს ბოლოს საზოგადოებას ეხვეწებოდა ხმა მომეცით, რაც არ უნდა მოგბეზრდეთ ჩემი სახელი და გვარი, მე მომეცით ხმაო - იცის, რომ ხმებს კარგავს, - ასე შეაფასა “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა ხათუნა სამნიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.

როგორც სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, ყველა ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გამოჩნდება, კიდევ უფრო მეტად ვიგებთ, „რამდენად არაადეკვატურია“.

„კარგია, რომ ეს ინტერვიუ შედგა. საქართველოს ამომრჩეველმა საკუთარი თვალით და ყურით გაიგონა და დაინახა ვინ მართვას ქვეყანას. ყველა ჯერზე, როდესაც საჯაროდ გამოჩნდება, კიდევ უფრო მეტად ვიგებთ, რამდენად არაადეკვატურია, როგორც პოლიტიკური ლიდერი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი. გარდა იმისა, რომ, როდესაც უსმენ და უყურებ რაზე ლაპარაკობს, რამდენად ჩაუხედავია და საერთოდ არ ესმის რაზეც ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, საფრთხეც არის. პრაქტიკულად, მან საქართველოს ამომრჩეველს უთხრა, რომ თქვენ არჩევანი არ გაქვთ, არჩევანი მხოლოდ „ქართული ოცნებაა“.

ივანიშვილი ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგას, მისი გადასაწყვეტია ამ ქვეყანაში ვინ იარსებებს, ვინ იქნება ოპოზიციაში და ხელისუფლებაში. ამიტომ ვამბობ, რომ არაადეკვატურია. ადამიანი თვლის, რომ სასამართლო თვითონ არის, პროკურორიც თვითონ არის, ყველაფრის გადამწყვეტი თვითონ არის, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ვთქვათ, რომ ასეთი ადამიანი ადეკვატურია“,- განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, სამნიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და „გახარია საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებული განცხადდები შეაფასა.

სამნიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გამოკითხვების შედეგად იცის, რომ ეს არის ორი პოლიტიკური ცენტრი, რომლებიც მას ართმევს ხმებს.

„ივანიშვილი არ ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ის ხვალ ოპოზიციაში გააგრძელებს მმართველობას და იქნება ოპოზიციონერი ლიდერი. ის არ არის გამარჯვებაში დარწმუნებული. ინტერვიუს ბოლოს საზოგადოებას ეხვეწებოდა, მე მომეცით ხმაო. რაც არ უნდა მოგბეზრდეთ ჩემი სახელი და გვარი, მე მომეცით ხმაო. იცის, რომ ხმებს კარგავს. ინდიკატორი იმისა, რომ ხმებს კარგავს არის გახარიაზე და ხაზარაძეზე თავდასხმა. რატომ დაესხა თავს ხაზარაძეს და გახარიას? იცის, რომ ეს არის ორი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც მას ართმევს ხმებს. „ქართული ოცნება“ ყოველ კვირა აწარმოებს გამოკითხვებს და ხედავენ, რომ გახარიას მხარდაჭერა იზრდება, თავიანთი კი ან მცირდება, ან არ იცვლება. ეს იცის „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ, ამიტომ გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი ასპარეზზე“,- აღნიშნა სამნიძემ.

როგორც სამნიძე აღნიშნავს, თუკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სხვაობა იქნება დიდი, ივანიშვილი, არ აქვს მოლოდინი, რომ დაუპირისპირდება ქართველ ხალხს.

„თუკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სხვაობა იქნება დიდი, ივანიშვილი წავა, არ მაქვს მოლოდინი, რომ ის დაუპირისპირდება ქართველ ხალხს. ის არის მშიშარა და მას არ შეუძლია იყოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ამომრჩეველს ეუბნება, ახლა უფრო მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, ვიდრე 2012 წელსო, რადგან ხედავს რომ 12 წელი იყო ხელისუფლებაში“,- აღნიშნა მან.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება