ISW - "ქართული ოცნების” რიტორიკა პირდაპირ ამართლებს რუსულ აგრესიას საქართველოში - აკოპირებს კრემლის პოზიციას 2008 წლის ომზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრებზე და ეხმარება მოსკოვის პრეტენზიებს

რუსეთი სავარაუდოდ, ეცდება “ქართული ოცნების” მზარდად პრორუსული ნარატივების გამოყენებას, რათა გაამართლოს ძალადობა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს.

ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება“ მზარდად აშორებს ქვეყანას მისი გრძელვადიანი პროდასავლური ტრაექტორიისგან.

“კრემლი სავარაუდოდ ეცდება “ქართული ოცნების” მზარდად პრორუსული ნარატივების გამოყენებას, რათა გაამართლოს რუსეთის ძალადობა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

“ქართული ოცნება” სულ უფრო მეტად პოზიციონირებს, რომ კრემლი ურჩევნია, აშკარად წინ წევს რუსეთ-საქართველოს გაფართოებულ ორმხრივ კავშირებს, მაშინ, როდესაც მზარდად აშორებს ქვეყანას მისი გრძელვადიანი პროდასავლური ტრაექტორიისგან.

“ქართული ოცნების” რიტორიკაში ეს ცვლილება შესაძლო მონახაზს იძლევა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისა და შესაძლო შერიგებისა, რუსეთის პასუხისმგებლობის გარეშე, რაც კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს მისი დასავლური ორიენტაციისგან”, - წერია განცხადებაში.

ამასთან, აღინიშნება, რომ "ქართული ოცნების” რიტორიკა პირდაპირ ამართლებს რუსულ აგრესიას საქართველოში და ხელს უწყობს რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების” რიტორიკული ხაზი პირდაპირ აკოპირებს კრემლის პოზიციას და ეხმარება მოსკოვის პრეტენზიებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების შიდა პოლიტიკა საკმარისი მიზეზია რუსული შეჭრების გამართლებისთვის.

"რუსეთს ხშირად გაუჟღერებია ბრალდებები, თითქოს პროდასავლური და პროდემოკრატიული ლიდერები მეზობელ ქვეყნებში თანამშრომლობენ “საგარეო ძალებთან”, სავარადუდოდ, დასავლურ ძალებთან, რათა ძირი გამოუთხარონ რუსეთის ინტერესებს.

რუსეთი ამავდროულად ჩართული ყოფილა "კანონების ომში", რათა გაემართლებინა შეჭრები, ოკუპაცია და ჰიბრიდული ოპერაციები ამ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ.

“ქართული ოცნების” რიტორიკა პირდაპირ ამართლებს რუსულ აგრესიას საქართველოში და ხელს უწყობს რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს, რომლებიც ცდილობენ რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის რუსეთის მიერ დარღვევაზე ბრალი შიდა აქტორებზე გადაიტანონ.

“ქართული ოცნების” ეს რიტორიკული ხაზი პირდაპირ აკოპირებს კრემლის პოზიციას 2008 წელს საქართველოში ომზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრებზე - 2014 წელს და 2022 წელს, და ეხმარება მოსკოვის პრეტენზიებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების შიდა პოლიტიკა თავისთავად საკმარისი მიზეზია რუსული შეჭრების გამართლებისთვის", - წერია განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო