პოლონეთი რუსეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ გამორიცხავს

პოლონეთი რუსეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ გამორიცხავს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი პოლონეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომელიც ითვალისწინებს დეზინფორმაციის გავრცელებას, დაწესებულებებსა და კომპანიებზე კიბერთავდასხმებს, პოლონური საზღვრის უკანონო კვეთას და მთელი ქვეყნის მასშტაბით დივერსიულ აქციებს.

სიკორსკის თქმით, ვარშავამ უკვე შემოიღო გადაადგილებაზე შეზღუდვები რუსი “დიპლომატებისთვის”, რათა მათთვის “რთული ყოფილი მქედებების განხორციელება, რომლებიც მათ დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამება”.

“[რუსეთის] ელჩს თუ გავაძევებთ, ისინი, რა თქმა უნდა, იგივეს გააკეთებენ. ჯერ ეს არ მომხდარა, მაგრამ დივერსიები თუ გაგრძელდება, ამის გამორიცხვა არ შეიძლება”, - განაცხადა სიკორსკიმ.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რუსები გონს მოვლენ, ხოლო პოლონეთის რეაქცია ჰიბრიდული ომის შემდგომ აქტებს შეაჩერებს.

“ვიცით, რომ რუსები გეგმებს აწყობენ, ამიტომ ძლიერს სიგნალს ვუგზავნით: გაჩერდით”, - განაცხადა სიკორსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება