„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ღამით ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მათი შტაბის წევრს თავს დაესხნენ და კოალიციის ლოგოთი გაფორმებულ მანქანას ქვები დაუშინეს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით, პირადობის მოწმობების უკანონოდ ჩამორთმევის მცდელობის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყიდან შემოსული შეტყობინების გადასამოწმებლად მისულ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრს, ლევან გოგიას რამდენიმე პირი თავს დაესხა და კოალიციის ლოგოთი გაფორმებული მანქანის საქარე მინა ჩაუმსხვრია.

მათივე ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

„რომან კვანჭიანი, რომელიც არის კრიმინალი, ბოლოს ყაჩაღობაზე იჯდა, მანამდე მკვლელობაზე, ეს ადამიანი დადის პირადობის მოწმობების ჩამოსართმევად. ფაქტობრივად, ციხიდან არ გამოსულა, ახლა გამოუშვეს სწორედ ამ საქმისთვის. რაც შეეხება მომხდარს, სოფლის შესასვლელთან იდგა ორი პირი, სახეზე ვერ ვიცანი, როცა მანქანით ჩავიარე, ეგრევე ქვები დამიშინეს. ერთი მინას მოხვდა და ჩამსხვრეულია. იმ ორ პირთან ერთად იდგა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფორმაში ჩაცმული პირი, ვიდეოშიც ჩანს ფორმა“, - განაცხადა ლევან გოგიამ.

ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის ადგილას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძეც იმყოფებოდა, რომელმაც ინციდენტის შემდეგ გამოძახებულ პოლიციის თანამშრომლებს, რომან კვანჭიანისა და სხვა პირების გადაყვანა მოსთხოვა, რათა ისინი ნარკოტიკულ სიმთვრალეზე შეემოწმებინათ.

„ისინი „ქართული ოცნების“ შტაბიდან დავალებას ასრულებენ, შტაბს ხელმძღვანელობს შოთა ბაჯალაძე, რომელიც სუს-ის თანამშრომელია და კვანჭიანსა და სხვა პირებს დავალებული აქვთ სოფელ რიყეში პირადობის მოწმობების ამოღება. მათი მცდელობა უშედეგოა, სულ რამდენიმე დღე დარჩათ და 26 ოქტომბერს, ეს ქვეყანა საბოლოოდ გაიმარჯვებს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება