„გორმედი“ ანტენატალურ დიაგნოსტიკასა და მის მნიშვნელობაზე ინფორმაციას ავრცელებს

„გორმედი“ ანტენატალურ დიაგნოსტიკასა და მის მნიშვნელობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სამედიცინო დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორსულის სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანა, ანუ ანტენატალური მეთვალყურეობის მიზანია დედისათვის მინიმალური რისკებით ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების უზრუნველყოფა ამიტომ, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრი ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ორსულებისათვის პატრონაჟის გაწევას, ხოლო ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

თემის შესახებ „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ანტენატალური განყოფილების ხელმძღვანელი, ნინო შერმადინი საუბრობს, რასაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ყველა ორსულისათვის პროგრამით გათვალისწინებული 8 ანტენატალური ვიზიტის ჩატარებას. ეს გულისხმობს ორსულთა აღრიცხვაზე აყვანას, პატრონაჟს, სამედიცინო მომსახურების გაწევას და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების გაკეთებას უფასოდ. ამისათვის ორსულმა უნდა მოგვმართოს ორსულობის 13 კვირის ვადამდე. რა თქმა უნდა, უკეთესია ორსულობის დადგომისთანავე, რადგან დროულად განისაზღვროს რისკები რომლებიც შეიძლება ორსულობას მოჰყვეს.

ვინაიდან, ზოგადად, ორსულობა არის დინამიკური პროცესი - გართულების საფრთხეც ნებისმიერ ეტაპზე დგას, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა საფეხურის ეტაპობრივად გავლა და მონიტორინგი.

რაც შეეხება გამოკვლევებს, თითოეული ვიზიტის დროს, 1-ელი ვიზიტის ფარგლებში ორსულს უტარდება გინეკოლოგის კონსულტაცია, ულტრაბგერითი კვლევა, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის კულტურალური კვლევა, სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა, სკრინინგული ტესტები - B და C ჰეპატიტზე, შიდსსა და სიფილისზე. TSH- ის ანუ თირეიდომასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა. ასევე, ორსულებზე უფასოდ გაიცემა ფოლიუმის მჟავა, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფის განვითარებისთვის მანკების თავიდან ასაცილებლად.

მეორე ვიზიტი ტარდება 18-20 კვირის ორსულობის ვადაზე და მოიცავს გინეკოლოგის კონსულტაციასა და სამეანო ულტრაბგერით კვლევას თანდაყოლილი ანომალიების გამოსავლენად. ამ დროს უკვე გაირკვევა, სჭირდება თუ არა ორსულს დამატებითი მეთვალყურეობა.

დამატებითი მეთვალყურეობის საჭიროებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს ამას, თუმცა ყველაზე საყურადღებოა წინა ორსულობები და პაციენტის ისტორია, გადატანილი დაავადებები და თანმხლები დაავადებები.

რაც შეეხება სერვისებს, რომლებიც ორსულებს შემდეგი ვიზიტების დროს ეკუთვნით, ორსულობის 26 კვირის ვადაზე ტარდება მესამე უფასო ვიზიტი, სადაც ვიკვლევთ სისხლში ჰემოგლობინს, შარდში ცილას. ტარდება სკრინინგული ტესტი ჰესტაციური დიაბეტის გამოსავლენად. ასევე, რეზუსუარყოფითიან ქალებში რეზუს ანტისხეულების განსაზღვრა ხდება.

მე-4 ვიზიტი ტარდება ორსულობის 30 კვირის ვადაზე. ორსულს ეკუთვნის გინეკოლოგის კონსულტაცია, ჰემოგლობინის განსაზღვრა, შარდში ცილის განსაზღვრა.

მე-5 ვიზიტზე, ორსულობის 34 კვირის ვადაზე ტარდება გინეკოლოგის კონსულტაცია და შარდში ცილის განსაზღვრა.

მე-6 ვიზიტის დროს ორსულს უტარდება გინეკოლოგის კონსულტაცია, სამეანო ულტრაბგერითი კვლევა დოპლეროგრაფიით, ჰემოგლობინის განსაზღვრა, შარდში ცილის განსაზღვრა და ნაცხი B ჯგუფის სტრეპტოკოკის დადგენის მიზნით.

ორსულობის 38 -40 კვირის ვადაზე ტარდება მე-7 და მე-8 უფასო ვიზიტები, რომელიც მოიცავს გინეკოლოგის კონსულტაციას და შარდში ცილის განსაზღვრას.

ორსულობა ერთმანეთს არასდროს ჰგავს, ერთი დედის სხვადასხვა ორსულობაც კი ხშირად განსხვავებულია, ამიტომ პაციენტს სჭირდება ინდივიდუალური პატრონაჟი. აუცილებელია დინამიკაში ნაყოფისა და დედის მდგომარეობის შეფასება.

ეს პროგრამა ემსახურება ორსული დედის ჯანმრთელობის რისკების მინიმუმამდე დაყვანას და ჯანმრთელი ახალშობილის მიღებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ორსულმა დროულად მიმართოს ექიმს, მაქსიმალურად აარიდოს თავი თვითნებურად მედიკამენტების მიღებას და გაითვალისწინოს ექიმის რჩევები“, - ამბობს ნინო შერმადინი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო