BTU-ს რექტორმა ნინო ენუქიძემ ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა სამიტზე სინგაპურში განათლების მომავლის ხედვა წარადგინა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც წელს სინგაპურში გაიმართა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ პროექტი AI4Globe წარადგინა და საგანმანათლებლო სექტორში მომავლის ტექნოლოგიების ინტეგრირების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

AI4Globe BTU-ში ინიცირებული პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების გავრცელებას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისახავს მიზნად. მისი მიზნობრივი ჯგუფია აკადემიური სექტორი, ბიზნესი, ქალები, ბავშვები და მოზარდები. აღნიშნული ჯგუფებისთვის, BTU-ში უკვე დაწყებულია მომზადება-გადამზადების პროგრამები. AI4Globe იქნება ერთერთი პირვველი ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი, რომლის ექსპორტი მთელს მსოფლიოში განხორციელდება. პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრი UNICRI, გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN Women, გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF, ევროპული ბიზნესასოციაცია EBA, აგრეთვე, მაღალრეიტინგული ევროპული უნივერსიტეტები და ინოვაციური ცენტრები.

სინგაპურში გამართულ სამიტზე, ნინო ენუქიძის გამოსვლაში, ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე, მისი ეთიკურად და პასუხისმგებლობით გამოყენების მნიშვნელობაზე და იმ თანამშრომლობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია შედგეს საერთაშორისო დონეზე, ციფრული წიგნიერების დონის ზრდისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, აგრეთვე, იმ საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის თუ კიბერჰიგიენის ნორმების დარღვევას ახლავს თან.

სინგაპურში, გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა სამიტზე, BTU-ს რექტორმა ნინო ენუქიძემ ასევე ისაუბრა BTUAI-ის შესახებ, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტის მიერ შექმნილ უნიკალურ ქართულენოვან AI პლატფორმას მისი მიზანია AI ცოდნისა და უნარების გავრცელება და გაუმჯობესება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის. ნინო ენუქიძემ BTUAI-ის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. აღნიშნული პლატფორმა მზადაა მოემსახუროს საჯარო, განათლების, კერძო და სხვა სექტორების წარმომადგენლებს სხვადასხვა მიმართულებებით, რაც მოიაზრებს როგორც AI-ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობების შექმნას, ასევე ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და AI-ის ეფექტურად გამოყენებას.

აღსაღნიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) მიერ, ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა რეიტინგში, საქართველოდან, ნინო ენუქიძე 2024 წელს დასახელდა.

რეიტინგი სამ წელიწადში ერთხელ დგება და შედეგად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 100მდე ლიდერი სახელდება. ფორუმის განმარტებით, პრესტიჟული სარეიტინგო სისტემით შედგენილი სია წარმოაჩენს იმ ადამიანებს, ვისაც მსოფლიოს წინაშე მდგარი სხვადასხვა გამოწვევების საპასუხოდ, გლობალური ხედვა აქვთ.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება