სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი სტაჟიორ-გამომძიებლებს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე ღია კონკურსით შერჩეულ სტაჟიორ-გამომძიებლებს შეხვდა, კონკურსში გამარჯვება მიულოცა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამსახური ყოველ წელს სტაჟირების კონკურს ატარებს, რომლის მიზანი ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათ პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობაა.

„წელს სტაჟიორთა მისაღებ კონკურსში განაცხადი სულ 153-მა კანდიდატმა წარადგინა. 4-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, რომელიც სამართალსა და ზოგადი უნარებში გამოცდებს, ასევე გასაუბრებას მოიცავდა, კომისიის მიერ 4 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა.

გამარჯვებული კანდიდატები სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს გაივლიან. ამის შემდეგ კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლის უფლებამოსილებით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 1 წლის განმავლობაში იმუშავებენ. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ისინი გამომძიებლებად დაინიშნებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი