„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ვარკეთილი მოლი“ შენდება

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „ურბანიკი“ ვარკეთილი მოლს აშენებს.

ბანკის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარია, „საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 16.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მშენებლობას და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება.

ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში მეტრო ვარკეთილის მიმდებარედ, 40,000 ათას კვ.მ-ზე, 7 სართულიანი სავაჭრო ცენტრი აშენდება, სადაც წარმოდგენილი იქნება არაერთი საერთაშორისო ბრენდი.

მოლის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.

„მოხარულები ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ჩართულობით, თბილისში კიდევ ერთი მოლი შენდება, სადაც არაერთი საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. „საქართველოს ბანკსა“ და კომპანია „ურბანიკს“ 20 წლიანი პარტნიორობა აკავშირებს და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა სპორტის სასახლის მიმდებარედ, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარედ, ვაშლიჯვარსა და მზიურის ტერიტორიაზე; სასტუმროს მშენებლობა აბანოთუბნის ტერიტორიაზე; ასევე რამდენიმე ბიზნეს ცენტრის მშენებლობა კოსტავას, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის), კვერნაძის, დოლიძის ქუჩებზე და მეტრო სადგურ ვაჟა ფშაველას მიმდებარედ. სამომავლოდ კი კომპანია უზნაძისა და კოსტავას ქუჩებზე მულტიფუნქციური სამშენებლო პროექტების განხორციელებას გეგმავს. გვეამაყება, რომ წლიდან - წლამდე კომპანია ვითარდება და ახალ მასშტაბებს იძენს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია