საზოგადოება „ივერიისამ“ ქეთევან დედოფალზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „ქეთევანი - დედოფლის დაბრუნება“ პრეზენტაცია გამართა

საზოგადოება „ივერიისამ“ ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო, რომლის მიზანი ისტორიული პიროვნებების წარმოჩენაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოება „ივერიისა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ქეთევან დედოფალზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „ქეთევანი-დედოფლის დაბრუნება“ პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.

„საზოგადოება „ივერიისამ“ დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, რომლის მიზანია წინ წამოვწიოთ ის ისტორიული პიროვნებები, ვინც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი იდენტობის განსაზღვრაში. ჩვენი მიზანია საზოგადოებას დავანახოთ, როგორ აზროვნებდნენ მათი წინაპრები, რას ანიჭებდნენ ისინი უმთავრეს და გადამწყვეტ მნიშვნელობას.

ამ პროექტის ნაწილია საზოგადოება „ივერიისას“ მხარდაჭერით გადაღებული დოკუმენტური ფილმი ქეთევან დედოფალზე: „ქეთევანი-დედოფლის დაბრუნება რომელიც დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავს ეძღვნება.

ფილმის პრეზენტაცია 22 ოქტომბერს, „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, რომელსაც სასულიერო პირებთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება