ლევან სანიკიძე - 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე, როდესაც გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი - ეს არის არჩევანი, ან ირჩევ ილიას, ექვთიმეს, ქაქუცას გზას, ან ბიძინას და პუტინის გზას

26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე - დღე, როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი. ამ ბრძოლაში ყველა ხმა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც ქვეყნის ბედს გადაწყვეტს.

„ზუსტად, 3 დღე დარჩა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებამდე. 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე. დღე, როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს: ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი. ეს არჩევნები გასცდა ყველანაირი სოციალური დაპირების, ეკონომიკური დაპირებების ჩარჩოებს. აქ არჩევანის გაკეთება, პირველ რიგში, გვიწევს იქნება, თუ არა ქართული სახელმწიფო და სად იქნება ის - ევროკავშირში თუ რუსეთის შემადგენლობაში. მოვუხდით თუ არა სეპარატისტს და ოკუპანტს ბოდიშს გადავწერთ, თუ არა საქართველოს ისტორიას. გავარჩევთ, თუ არა მტერს მოყვრისგან. ვიცხოვრებთ, თუ არა შიშებით შეპყრობილი ოლიგარქის ჭკუაზე?! - დიახ, სწორედ ეს არის არჩევანი, ან ირჩევ ილიას გზას, ექვთიმეს გზას, ქაქუცას გზას, ან ირჩევ ბიძინას გზას, პუტინის გზას. ამ ბრძოლაში ყველა ხმა მნიშვნელოვანია. გახდი დიდი გამარჯვების თანამონაწილე. გამარჯვების, რომლითაც მთელი ცხოვრება იამაყებ”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის განცხადებასაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

ამასთან, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის შინაარსის, რუსეთში ვლადიმერ პუტინის საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებულ კლიპთან დამთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კლიპის სცენარის გამეორება გასაკვირი არ არის, რადგან "ოცნება" არათუ პრორუსული, ღიად რუსული ძალაა".

"ქართული ოცნებისგან" ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან ის არამხოლოდ პრორუსული, რუსული ძალაა, რომელიც პირდაპირ იმართება FSB-გან, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წარმოდგენილი მტკიცებულებები, სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები ადასტურებს, რომ ეს არის კრემლისგან მართული ძალა. ისინი იღებენ მათგან პირდაპირ მმართველობის იმ მანკიერ სისტემას, რომელიც რუსეთის ფედერაციას, პუტინის რუსეთს აქვს და, ბუნებრივია, არ არის გასაკვირი, რომ მათი პროპაგანდა, საარჩევნო დაპირებები თუ ის ზიზღის ენა, რუსებისგან რაც აქვთ, გადმოღებულია. კახი კალაძისგან არაფერია გასაკვირი, ადამიანისგან, რომელიც მიესალმა ლავროვის განცხადებას, სადაც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებდნენ, ასეთი კაცი რომ რუსული პროპაგანდის მიხედვით შექმნილ კლიპს დადებდა, ნამდვილად არ არის გასაკვირი, უბრალოდ, მე მინდა ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენ გვაქვს დარჩენილი ზუსტად სამი დღე იმისათვის, რომ დავასრულოთ რუსული მმართველობა საქართველოში", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება