მარიამ ლაშხი - აშშ და ევროკავშირი უხეშად ერევიან ხალხის არჩევანში - ხედავენ, რომ ოპოზიცია დაუძლურებულია და გადაწყვიტეს, რომ თავად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირი უხეშად ერევიან ხალხის არჩევანში - ხედავენ, რომ ოპოზიცია დაუძლურებულია და გადაწყვიტეს, რომ თავად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველად ხდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საელჩოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ქალაქში ბილბორდები აქვს.

როგორც ლაშხი აღნიშნავს, მათი მიზანი საქართველოს ხელისუფლების ცვლილებაა.

„წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ყველაზე უფრო განსხვავებული თუ რაიმე შეიძლება იყოს, ის არის, როდესაც პირდაპირ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები უხეშად ერევა ხალხის არჩევანის განწყობაზე. ასევე, გვაქვს ევროკავშირის მხრიდანაც, რომელიც ხალხს მოუწოდებს ანტისახელმწიფოებრივი მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ და ეს პირველად არის არჩევნების პერიოდში, როდესაც საელჩოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას აქვს ბილბორდები ქალაქში. ასევე არის ბანერები სოციალურ ქსელებში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება 1961 წლის ვენეციის კონვენციას, რომელიც აწესებს იმ რეგლამენტს, თუ რის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ელჩის საქმიანობა, რომელიც ასევე უხეში ჩარევით გამოიხატება, სამწუხაროდ. მიზანი არის მმართველი გუნდის ცვლილება, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ხედავენ, პირველ რიგში, ოპოზიცია, რომელიც შინაარსისაგან არის დაცლილი, რომელიც ფაქტობრივად უუნაროა, რომ მოსახლეობას რამე ღირებული შესთავაზოს არჩევნების წინ, ხედავენ ისინი, რომ თავიანთი მოქმედი აქტორები დაუძლურებულები არიან და გადაწყვიტეს, რომ თავად იყვნენ ჩართულები უშუალოდ ამ პროცესში. სამწუხაროა, რომ ისინი ვერ თვლიან ქართველი ხალხის არჩევანს, იმ ძირითად ღირებულებებზე ურტყამს, რომელსაც აქამდე მოუყვანია საქართველო და რომლის დაცვისთვისაც არა ერთ ჩვენს მოსახლეს უბრძოლია, უომია“, - განაცხადა ლაშხმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება