საჩხერის მუნიციპალიტეტში კოლეჯ „სპექტრის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში კოლეჯ „სპექტრის“ ახალი ფილიალი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კოლეჯის ფილიალის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა.

მინისტრის განცხადებით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცეების შეთავაზება.

ალექსანდრე წულაძის თქმით, კოლეჯ „სპექტრის“ ახალი ფილიალი სწორედ ამის ნათელი მაგალითია. როგორც წულაძემ აღნიშნა, კოლეჯი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ საგანმანათლებლო სივრცეში გაიარონ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, რაც შემდგომ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს 20-მდე საჯარო სკოლაში შევიდა პროფესიული განათლება, რაც მოსწავლეებს სკოლაშივე აძლევს საშუალებას, დაეუფლონ სასურველ პროფესიას.

კოლეჯ „სპექტრის“ ფილიალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაიმ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ზეინეფ ბაირაქმა, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძემ, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და პროფესიული კოლეჯის “სპექტრის” დირექტორმა მათე ტაკიძემ.

„პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, კოლეჯ „სპექტრის“ ახალ ფილიალში ისწავლონ პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით: შედუღება, ელექტრორკალური შედუღება, ელექტრობა, ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის კონსტრუირება.

კოლეჯ „სპექტრს“ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში არსებული შენობა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა. განახლებული შენობა სრულად აღიჭურვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მიერ”, -ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება