თეონა აქუბარდია - სწორედ ის საჯარო მოხელეები გამოუტანენ განაჩენს ივანიშვილს, რომლებიც აქციაზე ასე ძალდატანებით მიჰყავთ

ეს გარკვეულწილად არა ძალის, არამედ შიშის გამოხატულებაა, როდესაც ისინი საჯარო მოხელეებს აიძულებენ აქციაზე მოვიდნენ, - ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ დღევანდელ შეკრებას.

როგორც აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ის საჯარო მოხელეები გამოუტანენ განაჩენს „ქართულ ოცნებას“, რომლებიც ძალდატანებით დღევანდელ ღონისძიებაზე მიჰყავთ.

„ადამიანებს დილის 09:00 სთ-დან 19:00სთ-მდე ალოდინებენ იმისთვის, რომ შუშის „ბუტკაში“ მყოფ ივანიშვილს მოუსმინონ და ისინიც რომ არ უსმენენ ხოლმე, ესეც არაერთ შეკრებაზე ვნახეთ. ამიტომ, საჯარო მოხელეებისთვის მთავარი საკითხი არის ამ ქვეყნის ნათელი და ევროპული მომავალი. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, ივანიშვილი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და აშინებს მათ, რომ პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღონ, ეს კიდევ აჩვენებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანხვედრას. სწორედ ის საჯარო მოხელეები გამოუტანენ განაჩენს ივანიშვილს, რომლებიც ასე ძალდატანებით მიჰყავთ მათ აქციაზე“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, დღეს, თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება