Paysend-ი და United Payment-ი ციფრული ფულადი გზავნილების ტრანსფორმაციისთვის პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

United Payment Georgia და Paysend პარტნიორები გახდნენ, რათა საქართველოს ბაზარს უახლესი ციფრული ფულადი გზავნილების სწრაფი და ხელმისაწვდომი სერვისი შესთავაზონ. აღნიშნული თანამშრომლობა რეგიონში ფინანსური ტრანზაქციების და ფულადი გზავნილების გარდაქმნაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

United Payment-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ფინანსურ-ტექნოლოგიურ სერვისებს დიდ ბრიტანეთს, რუმინეთს, აზერბაიჯანს, უზბეკეთს, თურქეთსა და საქართველოს აწვდის. Paysend-ი კი, ცნობილ გლობალურ ფულადი გზავნილების პლატფორმაა, რომელიც თავის საგადახდო ქსელში 170-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. აღნიშნული კომპანიების პარტნიორობით, Paysend-ის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ უსაფრთხოდ გადმორიცხონ თანხა საქართველოში, ზედმეტი ძალისხმევისა და მაღალი საკომისიოების გარეშე, Paysend-ის ვებ-გვერდიდან და მობილური აპლიკაციიდან, თანხა კი მიმღების ანგარიშზე უმოკლედ დროში აისახება.

თანამშრომლობაზე კომენტარი United Payment Georgia-ს დირექტორმა ნინო ჭედიამ გააკეთა: “განსაკუთრებით გვახარებს United Payment Georgia-სა და Paysend-ის პარტნიორობა. ამ გაერთიანებით, მნიშვნელოვნად გავამარტივებთ თანხის გადმორიცხვას ჩვენი ემიგრანტებისთვის, ბიზნესებისთვის და ინვესტორებისთვის”

Paysend, რომელიც გადარიცხცვების ბიზნესში ინოვაციური მიდგომებითაა ცნობილი, პარტნიორობას მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და დარწმუნებულია, აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს რეგიონის ეკოსისტემის განვითარებას.

ჯეიმს ქრესველი, Paysend-ის საპარტნიორო ქსელის გლობალური ხელმძღვანელი აცხადებს: “აღნიშნული გაერთიანება მიზნად ისახავს ქართული დიასპორისათვის ფინანსური რესურსების კიდევ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას და იმ ბარიერების შემცირებას, რომლებიც ჩვეულებრივ დაკავშირებულია საერთაშორისო ფულადი გზავნილებთან. Paysend მოუთმენლად ელის United Payment Georgia-სთან თანამშრომლობის გაგრძელებას, და მომხმარებლებისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებების შექმნას”

შეგახსენებთ, რომ United Payments Georgia საერთაშორისო, წამყვანი ფინტექ კომპანიაა, რომელიც კომპანიებს თანამედროვე ფინანსურ სერვისებს სთავაზობს. (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://unitedpayment.ge)

Paysend-ი კი 2017 წელს, ბრიტანეთში დაარსებული გლობალური გადახდის ეკოსისტემაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადაიხადონ და გააგზავნონ თანხები ონლაინ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ვალუტაში კომპანიის ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ფეისენდი წამყვანი საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის პლატფორმაა და მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყნის მასშტაბით სწრაფ, უსაფრთხო და ხელმისაწვდომ გზავნილებს უზრუნველყოფს (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://paysend.com/about-us)

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება