ლაშა კომახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა საჯარო მოხელეები თავის სამსახურში ამყოფოს - ბაღის მასწავლებლები ბავშვებზე მოვლის ნაცვლად, დღეს ივანიშვილზე ტაშის დაკვრით არიან დაკავებულები

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ თავის სამსახურში ამყოფოს საჯარო მოხელეები. ადამიანები, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ, სინამდვილეში არა ერთ პარტიას, არამედ მოქალაქეებს - ბაღის მასწავლებლები ბავშვებზე მოვლის ნაცვლად, დღეს დაკავებულები არიან ივანიშვილზე ტაშის დაკვრით, - ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლაშა კომახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საჯარო მოხელეები, ბაღის თანამშრომლები, მასწავლებლები ჩამოჰყავს.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტში და დარწმუნებული ვარ, სხვა მუნიციპალიტეტშიც საქართველოს მასშტაბით დღესდღეობით გაუქმებულია ყველა ის სერვისი, სსიპ-ი, ააიპ-ი, ბაღები, რომლებიც მოქალაქეს უნდა ემსახურებოდეს, რისთვისაც ეს ადამიანები ყოველთვიურად ჯამაგირს იღებენ. „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ მის სამსახურში საჯარო მოხელეები ამყოფოს. ადამიანები, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ სინამდვილეში არა ერთ პარტიას, არამედ მოქალაქეებს. ჩვენ დღეს ვნახეთ, თუ როგორ არის დაცლილი საჯარო ბაღები, როგორ არის დაცლილი სიპები და ააიპ-ები, თუ როგორ არის დატოვებული ყოველგვარი ყურადღების გარეშე ბავშვები ბაღებში და როგორ გააერთიანეს ბევრი ჯგუფი და როგორ დაიტოვა ერთმა ან ორმა პედაგოგმა დიდი რაოდენობით აღსაზრდელები. თქვენს შვილებზე მოვლის ნაცვლად, დღეს დაკავებულები არიან „ქართული ოცნებაზე” ტაშის დაკვრით, ივანიშვილზე ტაშის დაკვრით, ადამიანზე, რომელმაც ერთი სარგებელიც კი არ მოუტანა ჩვენს მუნიციპალიტეტს და ზოგადად ქვეყანას“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ, რომლის განცხადებასაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება