სემეკის საქმიანობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დავით ნარმანიამ სემეკის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დაარსების დღესთან დაკავშირებით, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა.

სემეკის ინფორმაციით, სემეკის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ ნინო ლაშხიას, შორენა გარიშვილს, ნატო კოვზირიძეს, გიორგი­ წერეთელს, ქეთევან ტურაშვილს, ლაშა ფინცაკიას, გიორგი დიდებაშვილს, სოფიო ჩოქურს, ვანო მეჭურჭლიშვილს და ქეთევან ბერიკაშვილს.

„სემეკი, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 1997 წელს ჩამოყალიბდა. 1997 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პირველი აპარატის ჩამოყალიბებას. ამჟამად, მარეგულირებელი კომისია არეგულირებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებს.

სემეკს, როგორც წარმატებულ ორგანიზაციას, არსებობის მანძილზე არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კომისიას, საერთაშორისო ენერგეტიკული ორგანიზაციების მიერ მიენიჭა მანდატი 2026 წელს უმასპინძლოს ენერგეტიკის სექტორისთვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას - ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს. ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ქ. თბილისს 1000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, რიგით მეცხრე მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება