სამხრეთ კორეელი დეპუტატების ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეამ უკვე 3 000 სამხედრო გააგზავნა რუსეთში

უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეამ უკვე 3 000 სამხედრო გააგზავნა რუსეთში. ამის შესახებ სამხრეთ კორეელმა დეპუტატებმა ქვეყნის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს ბრიფინგის შემდეგ რეპორტიორებთან საუბარში განაცხადეს.

სამხრეთ კორეელი დეპუტატების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში უკვე 3 000 სამხედრო გააგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად და ჯამში 10 000 სამხედროს გაგზავნა იგეგმება, რომელთა გადაყვანა დეკემბრისთვის იგეგმება.

„ჩრდილოეთ კორეაში სამხედროების წვრთნების ნიშნები სექტემბერსა და ოქტომბერში შეინიშნა. ისე ჩანს, რომ სამხედროები ახლა რუსეთში რამდენიმე საწვრთნელო დაწესებულებში გადაანაწილეს და ისინი ადგილობრივ გარემოს ეჩვევიან“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პარლამენტის სადაზვერვო კომიტეტის წევრმა, პარკ სუნ-ვონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს