თინა ბოკუჩავა - მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ სახელმწიფოს - მჯერა, თქვენ არ გახდებით არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში

მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ სახელმწიფოს. მჯერა, თქვენ არ გახდებით არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და დადგებით ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნული ინტერესების გვერდით, - ასე მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს.

როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, საჯარო მოხელეების ინტერესები არჩევნების შემდეგ დაცული იქნება.

„მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ სახელმწიფოს. მინდა მოგმართოთ პატივისცემით, მოწიწებით და იმედით, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე თქვენ გააკეთებთ არჩევანს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. აქვე ვდებ პირობას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, რაც უკვე მკაფიოდ გააჟღერა პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თითოეული თქვენგანის ინტერესი იქნება დაცული და თითოეული თქვენგანი იქნება დაფასებული. მჯერა, თქვენ დაიცავთ საქართველოს კანონმდებლობას, დაიცავთ საქართველოს კონსტიტუციას და დაიცავთ საჯარო მოხელის ეთიკას. მჯერა, თქვენ არ გახდებით არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და დადგებით იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და საქართველოს ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს