ლაშა ბექაური - ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით

ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით, - ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ დასკვნით ღონისძიებას ესწრება.

როგორც ბექაურმა აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძალიან ბევრი რამ წყდება და ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით. მე რასაც ვაკეთებ ცხოვრებაში, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, სადაც მე უნდა ვიყო, ეს არის ის გზა, რასაც მე მივყვები ჩემს ცხოვრებაში ჩემი ხალხისთვის, ჩემი პატრიოტიზმისთვის, ჩემი სარწმუნოებისთვის და მე აქ ვარ ჩემი ხალხის გვერდით.

ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი, რადგან კიდევ ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ბევრი რამ წყდება და ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, უნდა მოვიდეს და სწორ პოზიციაზე დადგეს”, - აღნიშნა ბექაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება