მამუკა მდინარაძე - არცერთი ადამიანი სახლში არ უნდა დარჩეს და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველებმა სულით და გულით თავისი სიტყვა უნდა თქვან

ასეულობით ათასი ქართველი დღეს დგას ქვეყნის მთავარ მოედანზე და უღრმესი მადლობა ასეთი ჟინისა და მუხტისათვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ მოსახლეობას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად 60%-იანი რეიტინგისა არცერთი ადამიანი სახლში არ უნდა დარჩეს და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველებმა თავისი სიტყვა უნდა თქვან.

„26 ოქტომბერს ქუდზე კაცი. კულისებში ჩვენ ვკამათობდით რაოდენობაზე, რამდენი ადამიანი მოვიდა, მინიმუმ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეულობით ათასი ქართველი დღეს დგას ქვეყნის მთავარ მოედანზე. უღრმესი მადლობა ასეთი ჟინისა და მუხტისათვის და ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ, ერთი მეოთხედი აქ ვინც არის თუ დაუშვებს, რომ თითო ადამიანი სახლში დატოვოს 26-ში, შეიძლება კატასტროფა მივიღოთ, მიუხედავად 60%-იანი რეიტინგისა, ამიტომ არცერთი ადამიანი სახლში არ უნდა დარჩეს და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველებმა სულით და გულით თავისი სიტყვა უნდა თქვან. ანდერძად ქცეული სიტყვები ყველამ ერთად გავიმეოროთ და შევასრულოთ ეს ანდერძი, რომ მთავარი მოსაფრთხილებელი ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქართველი ერისთვის არის მამული, ენა, სარწმუნოება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს