ელენე ხოშტარია - ამ გამარჯვებას და ევროპულ წიაღს, რაც ფესვებიდან მოდის, გვაშორებს ერთადერთი რამ, ეს არის საარჩევნო ბიულეტენი

ამ გამარჯვებას და ევროპულ წიაღს, რაც ფესვებიდან მოდის, გვაშორებს ერთადერთი რამ, ეს არის საარჩევნო ბიულეტენი, იმიტომ, რომ ევროპა არ არის მხოლოდ ისტორია, რომელსაც წიგნებში ვკითხულობთ, არა მხოლოდ მომავალი, რომელზეც ვოცნებობთ, არამედ აწმყო, რომელსაც 26 ოქტომბერს ხმების დაცვით და შემდეგ პროევროპული მართვით მივაღწევთ, - ამის შესახებ „ კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა შემოგვთავაზა გამაერთიანებელი ქარტია, რომელიც არის კონკრეტული, ნათელი, ცხადი და მკაფიო გზა მშვიდად, წყნარად და იმედიანად თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.

„სამეგრელომ ყველაზე კარგად იცის, რა არის თავისუფლებისთვის, სახელმწიფოსთვის იდეისთვის, ღირსებისთვის, ევროპისთვის ბრძოლა. ჩვენი მრავალწლიანი ისტორია არის ღირსეული, ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა, ეს არა მონობის, არამედ თავისუფლების არ დათმობის ისტორია, ღირსების არ დათმობის, არ შეგუების ისტორია.

26 ოქტომბერს ჩვენ მომავალ თაობებს ვეუბნებით, ეს თავისუფლება კი არ მივიღეთ უბრალოდ, არამედ მოვუფრთხილდით, გავამყარეთ და ევროპის სახით გადმოგეცით. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც უკვე შექმნა კოალიციური მმართველობის, კრიტიკის, შეცდომის არ დაშვების მაგალითი. მე ამით ამაყი ვარ, ამ გუნდს არა მხოლოდ უნდა, არამედ სჯერა და შეუძლია თქვენი მანდატი და დაკვეთა განახორციელოს და აქციოს ევროკავშირში წევრობა პოლიტიკურ რეალობად.

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ აჩვენა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომელიც მოიტანს დაბალანსებულ და პროევროპულ კოალიციას. მე მინდა გამოვყო პრეზიდენტის როლი, მადლობა გადავუხადო მას, მან შემოგვთავაზა გამაერთიანებელი ქარტია, რომელიც არის კონკრეტული, ნათელი, ცხადი და მკაფიო გზა მშვიდად, წყნარად და იმედიანად თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ჩვენ მის ისტორიულ მისიას ვაფასებთ და ჩვენ ამ გზას გავივლით.

ამ გამარჯვებას და ევროპულ წიაღს, რაც ფესვებიდან მოდის, გვაშორებს ერთადერთი რამ, ეს არის საარჩევნო ბიულეტენი, იმიტომ, რომ ევროპა არ არის მხოლოდ ისტორია, რომელსაც წიგნებში ვკითხულობთ, არა მხოლოდ მომავალი, რომელზეც ვოცნებობთ, არამედ აწმყო, რომელსაც 26 ოქტომბერს ხმების დაცვით და შემდეგ პროევროპული მართვით მივაღწევთ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება