ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სამართალდამცავი უწყებები დგას ძალიან მყარად, ქვეყანაში არეულობის შემოტანის ნებისმიერ მცდელობას ექნება სათანადო რეაგირება

რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ რაღაც არეულობა შემოიტანონ პროცესებში, მაგრამ ამის რესურსი მთლიანად ამოწურეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ისინი ცდილობდნენ, დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი ოქტომბერ-ნოემბრისთვის და დეკემბრისთვის, თუმცა მათ მოუწიათ ამ რესურსის მთლიანად განიავება მარტში, აპრილში და მაისში.

„რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ რაღაც არეულობა შემოიტანონ პროცესებში, მაგრამ ამის რესურსი მთლიანად ამოწურეს, მათ შორის, რასაც ჩვენ ვამბობდით თავის დროზე, რაც მოხდა მარტში, აპრილში, მაისში. ისინი ცდილობდნენ დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი სწორედ ოქტომბერ-ნოემბრისთვის და დეკემბრისთვის, თუმცა მათ მოუწიათ ამ რესურსის მთლიანად განიავება მარტში, აპრილში და მაისში. შესაბამისად, ახლა მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რამენაირად არიონ ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ, შეეგუონ არჩევნების შედეგებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოუწევთ ამასთან შეგუება. ქვეყნის არევის არავითარი რესურსი მათ არ აქვთ. სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სამართალდამცავი უწყებები დგას ძალიან მყარად და ბოლომდე აღასრულებს და იცავს კანონს ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში, იქნება სათანადოდ რეაგირების ქვეშ და ვერავითარი წარმატება ასეთ მცდელობებს ვერ ექნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი