ჯო ბაიდენი - აშშ უკრაინას 20 მილიარდს გამოუყოფს - ეს არის კიდევ ერთი შეხსენება ვლადიმერ პუტინისთვის, რომ მსოფლიო უკრაინის ირგვლივ გაერთიანდა

შეერთებული შტატები დღეს აცხადებს, რომ უკრაინას, „დიდი შვიდეულის“ პაკეტის ფარგლებში, სესხის სახით 20 მილიარდ აშშ დოლარს გამოვუყოფთ, რომელიც რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან მიღებული პროცენტით დაიფარება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინას შეუძლია მიიღოს მისთვის საჭირო დახმარება ახლა, გადასახადის გადამხდელებისთვის ტვირთის დაწესების გარეშე. ეს სესხები მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს, რომლებიც იცავენ და აღადგენენ თავიანთ ქვეყანას. და ჩვენი ძალისხმევა ცხადყოფს: ტირანები პასუხისმგებლები იქნებიან მათ მიერ მიყენებულ ზარალზე“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ვერ გაიმარჯვებს.

„არ შეცდეთ: რუსეთი ამ კონფლიქტში ვერ გაიმარჯვებს. უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება ვლადიმერ პუტინისთვის, რომ მსოფლიო უკრაინის ირგვლივ გაერთიანდა და შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები „დიდი შვიდეულიდან“ გააგრძელებენ მათ გვერდით დგომას ყოველ ნაბიჯზე“, - აღნიშნა ბაიდენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება