ავსტრიამ და გერმანიამ, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში ყოფნასთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეის ელჩები დაიბარეს

ჩრდილოეთ კორეის ელჩი, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში ყოფნის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ელჩი რუსეთში ჩრდილოეთ კორეის იარაღისა და ჯარების არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „სერიოზული შეშფოთების გამოსახატავად“ დაიბარეს.

„უკრაინის წინააღმდეგ ომის ეს სამხედრო მხარდაჭერა არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძირს უთხრის უსაფრთხოებას ევროპასა და კორეის ნახევარკუნძულზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეის ჯარების ჩართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე ჩრდილოეთ კორეის საქმეთა დროებითი რწმუნებული გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაიბარა.

გუშინ ნატო-მ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები რუსეთში იმყოფებიან.

„მოკავშირეებმა დაადასტურეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში განლაგება. თუ ამ სამხედროებს უკრაინაში ბრძოლა მოუწევთ, ეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთის უკანონო ომის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ესკალაცია და ფრონტის ხაზზე რუსეთის მნიშვნელოვანი დანაკარგების კიდევ ერთი ნიშანი იქნება“, - განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა, ფარა დაჰლალამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება